ყაზახეთის მთავრობა გადადგა

ყაზახეთში მთავრობა გადადგა – ქვეყნის პრეზიდენტმა გადაწყვეტილებას ხელი მიმდინარე მასობრივი საპროტესტო აქციების ფონზე მოაწერა. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის დროებით შემსრულებლად ალიხან სმილოვი დაინიშნა. მთავრობის წევრები მოვალეობის შესრულებას ახალი მთავრობის ფორმირებამდე გააგრძელებენ.

ყაზახეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები გაზის მომატებული ფასის გამო დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრაციები მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით შეტაკებებში გადაიზარდა, რის გამოც ყაზახეთის პრეზიდენტმა ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.