ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ წლის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. დავით ნარმანიამ მოხსენებისას ყურადღება გაამახვილა გაზის ტარიფზე, რომელიც სემეკ-ის გადაწყვეტილებით, მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში უცვლელი დარჩება. მან ასევე ისაუბრა მომხმარებელთა უფლებების დაცვაზე და აღნიშნა, რომ ეკონომიკის განვითარებიდან გამომდინარე, გაზრდილია მოთხოვნა ელექტროენერგიაზე. რაც შეეხება 2023 წლის გეგმებს, ნარმანიას ინფორმაციით, მომავალი წლის მარტში ენერგეტიკული ბირჟა ამოქმედდება.