წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ხარჩილავას მანქანა დაიწვა. მერის განცხადებით, მანქანის აალება მისმა შვილმა შენიშნა, რის შემდეგაც სახანძრო-სამაშველო სამსახური და პოლიცია გამოიძახეს. ფაქტი დაახლოებით დილის 4 საათზე მოხდა.
შსს-ის ინფორმაციით, ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სსრკ 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.