ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის გამო, ალიანსი სტრატეგიას ცვლის. პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა უსაფრთხოების მკაფიო გარანტიებს მიიღებს. ზელენსკიმ ნატო-ს ქვეყნებს მოუწოდა დააჩქარონ უკრაინისთვის სარაკეტო თავდაცვის სისტემების მიწოდება და მნიშვნელოვნად გაზარდონ ზეწოლა ტერორისტულ სახელმწიფოზე. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ქვეყანა ყველაფერს გააკეთებს, თითოეული უკრაინელის სახლში დასაბრუნებლად, ვინც ახლა რუსეთის ტყვეობაში იმყოფება.