ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

„მტრის ყოველი განადგურებული პოზიცია არის სიცოცხლის გადარჩენა,“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკი პარტნიორებისგან სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას ითხოვს. პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთს სურს, შექმნას დემილიტარიზებული ბუფერული ზონები უკრაინის შიგნით, ოკუპირებული ტერიტორიების გარშემო.