უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინის პორტების განბლოკვის თაობაზე ხელმოწერილი შეთანხმება, სრულად ქვეყნის ინტერესებშია და ოფიციალურ კიევს აქვს კონტროლი საკუთარ პორტებზე. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, გასული წლის მოსავლის მარცვლეულის დაახლოებით 20 ტონა ექსპორტზე გავა. ასევე, იმ მოსავლის გაყიდვაც შესაძლებელია, რომელსაც ახლა იღებენ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, შეთანხმების ხელმოწერა იმის დემონსტრირებაა, რომ უკრაინას შეუძლია, რუსეთთან ომს გაუძლოს.