ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა

უკრაინისთვის კვირა იქნება ძალიან დაძაბული, რადგან რუსეთი ქვეყნის აღმოსავლეთით გადავა ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებზე, – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვისას აღნიშნა, რომ რუსეთი კიდევ უფრო მეტ რაკეტასა და საავიაციო ბომბს გამოიყენებს, მაგრამ უკრაინის ხელისუფლება საერთაშორისო არენაზე აქტიურად იმუშავებს და ქვეყანას იარაღით უფრო მეტად მოამარაგებს.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის პოზიციაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ბოლო დროს გერმანიის პოზიცია, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებისა და აგრესორის მშვიდობისკენ იძულების გზებთან დაკავშირებით, უკრაინის სასარგებლოდ შეიცვალა.