„ჯო ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში ძალიან ძლიერი სიგნალი იქნება“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა „თოქ თივის“ წამყვანთან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკიმ ისაუბრა ბორის ჯონსონზეც. პირს მორგანის კითხვაზე დაუჭერს თუ არა მხარს პრემიერ-მინისტრის რანგში ჯონსონის დაბრუნებას, – ზელენსკი აღნიშნავს, რომ მას ბრიტანეთის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვს, თუმცა აცხადებს, რომ ბორის ჯონსონი უკრაინის ძალიან დიდი მეგობარია. ის ასევე იმედს გამოთქვამს, რომ გაერთიანებული სამეფოს მომავალ პრემიერ-მინისტრთან მჭიდრო თანამშრომლობა ექნება.