უკრაინის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ რუსულმა ძალებმა „აზოვსტალის“ ინდუსტრიული კომპლექსიდან ევაკუირებული მოქალაქეები რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანონ, თუმცა, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში მას დაჰპირდა, რომ მოქალაქეებს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაიყვანენ – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერძნულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში განაცხადა. გაერო-სა და „წითელი ჯვრის“ მონაწილეობით, „აზოვსტალიდან“ ევაკუირებული პირველი ნაკადი ზაპოროჟიეში გუშინ ჩავიდა. მარიუპოლის მერის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საევაკუაციო ავტობუსებმა ტერიტორია დატოვეს, რუსულმა ძალებმა კვირას აზოვსტალის დაბომბვა გააგრძელეს, შემდგომი ევაკუაცია კი შეფერხდა.