ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

ვინც ბოროტების გზას ირჩევს, თავს ინადგურებს, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი სისუსტე აშკარაა, – ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი რუსეთში შექმნილ ვითარებას. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსული ჯარების შემდგომი ყოფნა უკრაინაში მეტ ქაოსს, ტკივილსა და პრობლემებს მოუტანს რუსეთს.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა პროპაგანდა საკუთარი სისუსტისა და მთავრობის სისულელის დასაფარად გამოიყენა. „ვინც ბოროტების გზას ირჩევს, საკუთარ თავს ანადგურებს. „აგზავნის ჯარისკაცების კოლონებს, რათა გაანადგურონ სხვა ქვეყნის სიცოცხლე – ვერ შეაჩერებს მათ გაქცევას და ღალატს, როდესაც სიცოცხლე წინააღმდეგობას უწევს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.