ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება

სამშვიდობო მოლაპარაკებები არ იქნება, ვიდრე რუსული ძალები ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დატოვებენ, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აფრიკელ ლიდერებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, სამშვიდობო მოლაპარაკებების მანამდე დაწყება კონფლიქტის გაყინვას გამოიწვევს.

პარალელურად, რუსეთმა ღამით უკრაინის ათ რეგიონზე სარაკეტო იერიში განახორციელა სხვადასხვა ტიპის რაკეტებითა და უპილოტო საფრენი აპარატებით. ხერსონის ოლქში თავდასხმის შედეგად სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და 25 დაშავდა, მათგან სამი მცირეწლოვანი ბავშვია. დაზიანდა 30-ზე მეტი კერძო სახლი და სამეურნეო შენობა.