ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაამტკიცა დელეგაციის შემადგენლობა უკრაინის „უსაფრთხოების გარანტიებზე“ მოლაპარაკებების გამართვისთვის. უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებს შორის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმებების შემუშავებისა და მომზადების შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილე დელეგაციას, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი უხელმძღვანელებს. ზელენსკის ბრძანება ითვალისწინებს, რომ ერმაკს, როგორც დელეგაციის ხელმძღვანელს, საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით, შეუძლია ცვლილებები შეიტანოს შემადგენლობაში და საჭიროების შემთხვევაში შეიყვანოს ექსპერტები. ზელენსკიმ ასევე დაამტკიცა სახელმძღვანელო „უსაფრთხოების გარანტიების შესახებ“ მოლაპარაკებებზე, თუმცა ბრძანების ეს ნაწილი საიდუმლოა.