ვლადიმერ პუტინის სამოქმედო გეგმა

The New York Times-ის ინფორმაციით, ბოლო რამდენიმე კვირაა, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის ომში სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს პირადად იღებს. გამოცემა ამ ინფორმაციას ამერიკელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს და ამბობს, რომ პუტინი ხერსონის დატოვების შესახებ სამხედროების თხოვნას არ დაეთანხმა.

სტატიაში ნათქვამია, რომ ხერსონიდან გასვლით რუსი სამხედროები, ტექნიკისა და პირადი შემადგენლობის შენარჩუნებას შეძლებდნენ, თუმცა ასეთი უკან დახევა, რუსეთის შესუსტების დამამტკიცებელი კიდევ ერთი გარემოება იქნებოდა. გამოცემა წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაცია ნიშნავს იმას, რომ პუტინი ფოკუსირებულია ნებისმიერ ფასად გამარჯვებაზე, რუსეთის არმია კი დაბნეულობაშია.