საქართველოს ყველაზე პოპულარულ ხუთ დაცულ ტერიტორიაზე ვიზიტორთა რაოდენობამ რეკორდულ ნიშნულს გადააჭარბა. პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს, სათაფლიას, წალკის კანიონსა და მტირალას ეროვნულ პარკს 370 547 ვიზიტორი ეწვია, რაც 2019 წლის რეკორდულ მონაცემებთან შედარებით, 31%-ით არის გაზრდილი. საქართველოს დაცული ტერიტორიების მიმართ გაზრდილია საერთაშორისო ვიზიტორების ინტერესი და, შესაბამისად, მათი რაოდენობაც. პირველ ხუთეულში შედიან ქვეყნები: პოლონეთი, ემირატები, ინდოეთი, ყაზახეთი და რუსეთი.