უკრაინელი სამხედროები კურსკის ოლქზე შეტევას აგრძელებენ. როგორც ცნობილია, უკრაინელები ქალაქის ათი კილომეტრის სიღრმეში არიან შესულები, თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათ უკრაინას წინსვლაში ხელი შეუშალეს. სამინისტრომ ასევე გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, როგორ ათავსებენ ტანკებს, სამხედროებსა და საარტილერიო სისტემას კურსკის ოლქში.
პარალელურად, რუსეთის ხელისუფლებამ ბრიანსკის, კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დააწესა, ამის მიზეზად კი ბრიანსკის ოლქში დივერსიული და ტერორისტული საფრთხეების დონის გაზრდა დაასახელა.