უკრაინის სამხედრო დაზვერვა იუწყება, რომ რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში აფეთქების შედეგად განადგურებულია საზენიტო-სარაკეტო სისტემა „ეს-400“ იგივე „ტრიუმფი“. უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, ასევე დაღუპულია პირადი შემადგენლობაც. უკრაინულმა თავდაცვამ მომხდარის ამსახველი ვიდეოც გაავრცელა. არსებული ცნობით, „ეს-400“-ის გასანადგურებლად უკრაინელებმა დრონები გამოიყენეს, რომლებითაც საჰაერო თავდაცვის სისტემის ყურადღება მიიქციეს, შემდგე კი სისტემას რაკეტები ესროლეს. დრონებით თავდასხმები გრძელდება რუსეთის ტერიტორიის შიგნითაც. დღეს უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს კალუგის ოლქში, ხოლო ბელგოროდში დრონების შეტევას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უპილოტო აპარატების იერში ზედიზედ მეექვსედ განხორციელდა მოსკოვზეც. ერთ-ერთი დრონი რუსეთის დედაქალაქის ცენტრში „მასკვა-სიტის“ კომპლექსს დაეცა. თავის მხრივ რუსეთმა უპილოტო საფრენი აპარატებით დაარტყეს სუმის ოქლს, სადაც სკოლის შენობაში აფეთქება მოხდა. დაიღუპა ოთხი ადამიანი. დრონებით თავდასხმა მოხდა ოდესის ოლქის სამხრეთითაც, სადაც საპორტო ქალაქი იზმაილში 13 ათასი ტონა მარცვლეული განადგურდა.