დიღმის ოლიმპიურ სოფელში განთავსებულ საველე ჰოსპიტალში 100-მდე პაციენტი მკურნალობს. ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა ისინი ჟანგბადდამოკიდებულები არიან. პაციენტები, რომელთა მდგომარეობა შედარებით რთულდება, სხვადასხვა კლინიკაში გადაჰყავთ.
დიღმის საველე ჰოსპიტალში საწოლები 400 პაციენტზეა გათვლილი. ამდენივე პაციენტის მიღება შეუძლია კვანტალიანის სახელობის კლინიკაში განთავსებულ საველე ჰოსპიტალს, რომელიც ქავთარაძის ქუჩაზე მდებარეობს. ამ დროისთვის იქ 20 პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. საველე ჰოსპიტალში პაციენტებს ძირითადად რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები მკურნალობენ.