ვითარება მარნეულის საკარანტინო ზონაში

 მარნეულში საეჭვო პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. საველე კარვებში მოქალაქეების მიმართვიანობა არ წყდება. შესაძლო ახალი შემთხვევები დღეს აღარ გამოვლენილა. მიმდინარეობს მოსახლეობის კარდაკარ სამედიცინო შემოწმებაც – პროტოკოლი თერმოსკრინინგსა და სპეციალური კითხვარის შევსებას გულისხმობს.

გამკაცრებულ რეჟიმში აკონტროლებენ მთელ მუნიციპალიტეტს, რისთვისაც დღისა და ღამის ხედვის მქონე დრონებს იყენებენ. საკარანტინო ზონაში შემცირებულია ადგილობრივთა გადაადგილება.

ლიკა ალელიშვილი მარნეულის ცენტრიდან.