მარნეულში, საკარანტინო ზონაში სადეზინფექციო სამუშაოები დილიდან განახლდა
მარნეულში, საკარანტინო ზონაში, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დილიდან განაახლა სადეზინფექციო სამუშაოები. ასევე, სპეციალურად მოწყობილ გამშვებ პუნქტებში, საგანგებო რეჟიმში განაგრძობენ მუშაობას შსს-ს წარმომადგენლები და სამხედრო მოსამსახურეები.
სახლებში გრძელდება მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება.
ლიკა ალელიშვილი ბოლო ინფორმაციით.