ვითარება გუმათში

„ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლების ჩართულობით, ონლაინშეხვედრა გაიმართა, რომელიც დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა. განიხილეს პროექტთან დაკავშირებული საკითხები და აქციის მონაწილეთა მოთხოვნები.

როგორც ცნობილია, გუმათში გზა გახსნილია, ჯებირები უკვე აიღეს, თუმცა, აქციის მონაწილეებს ნამოხვანისკენ გადაადგილების საშუალება ისევ არ ეძლევათ. რამდენიმე ლოკაციის შესახებ აქციის მონაწილეებს ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მიაწვდიან.