ვითარება ფოთის ჰოსპიტალში

ფოთის ჰოსპიტალში, სადაც „ცხელების ცენტრია“ მოწყობილი, წუხელ, გვიან ღამით ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოდან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა, საეჭვო სიმპტომებით, 60 წლის ქალი შეიყვანა. ბიოლოგიური მასალა უკვე ლუგარშია გაგზავნილი.

ახლა პაციენტი ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. რაც შეეხება საკონტროლო გამშვებ პუნქტებს, ასეთი ფოთში სულ ორია. მგზავრთა სკრინინგი, ავტომანქანების შემოწმება და დეზინფექცია ინტენსიურად მიმდინარეობს. სტრატეგიული ობიექტები ფოთში უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.