კიდევ ერთ საკარანტინო ზონაში – ბოლნისში 6 000-ზე მეტი ადამიანი უკვე შემოწმდა. კარდაკარ სიარული გრძელდება. სოფელ ნახიდურში, სადაც კარანტინის გამოცხადების შემდეგ კორონავირუსის ერთი ფაქტი დაფიქსირდა, დღეს შესაძლო შემთხვევები აღარ გამოვლენილა.
ადგილობრივებს ყოველდღიურად მოუწოდებენ, რომ გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სახლებიდან არ გამოვიდნენ. რამდენად სრულდება იზოლაციისა და სოციალური დისტანცირების რეკომენდაცია.
ბოლნისში გიორგი კობერიძე მუშაობს.