საქართველოში დღეს გამოვლენილი 11 ახალი შემთხვევიდან, ორი ბოლნისის მუნიციპალიტეტს უკავშირდება. რეგიონში 574 საკვლევი მასალის პასუხს ელოდებიან. სოფელ მუშევანში ეპიდემიოლოგთა ცხრა ჯგუფი მუშაობდა. ტესტირება მთელ დასახლებაში ჩატარდა. ამ დრომდე ბოლნისის ორი სოფელი, მუშევანი და გეტა კვლავ წითელ ზონად რჩება. ბოლნისში სულ ინფიცირების 165 შემთხვევაა. აქედან 76 გამოჯანმრთელებული და სამი გარდაცვლილია.
მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტშიც, სადაც ათ დღეზე მეტია, ვირუსის ახალი ფაქტები აღარ გამოვლენილა.