ვითარება ახლო აღმოსავლეთში
ჰორმუზის სრუტე კვლავ დაიხურა – ინფორმაციას ირანის სახელმწიფო მაუწყებელი ავრცელებს. მიზეზად ოფიციალური თეირანი აშშ-ის მხრიდან პორტების საზღვაო ბლოკადის გაგრძელებას ასახელებს. ისრაელსა და ლიბანს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 17 აპრილს ამოქმედდა და ათი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის განცხადებით, ჰორმუზის სრუტე ყველა კომერციული გემისთვის ღია უნდა ყოფილიყო.
ამასთან, ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ირანმა საჰაერო სივრცე ნაწილობრივ გახსნა. ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ორგანომ გაავრცელა შეტყობინება, რომ საჰაერო სივრცე და რამდენიმე აეროპორტი ადგილობრივი დროით 07:00 საათიდან გაიხსნა, ავიარეისები კი ეტაპობრივად აღდგება.