ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის გამო
რატომ სცადა 15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა და ვისი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს მომხდარის გამო. „მწვანე სკოლის“ ყოფილი მოსწავლე კომატოზურ მდგომარეობაში რჩება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური კი სამართალდამცავების მხრიდან გადაცდომის მიმართულებით მუშაობს.
ოჯახი პოლიციისგან ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე მიუთითებს. შემთხვევა სასწავლო დაწესებულების კედლებზე წარწერების გაკეთებას უკავშირდება. მოზარდმა თვითმკვლელობა სწორედ საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ რამდენიმე საათში სცადა.
გენო ოსიყმაშვილი მოგიყვებათ.