სეზონური ვირუსისა და მისი გართულების შედეგად, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი საგანგაშო არ არის – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრსა და კლინიკებში აცხადებენ.
გასული კვირის ოფიციალური მონაცემებით, მიმართვიანობამ იკლო და ზრდა არ ფიქსირდება. იანვრის პირველი კვირის მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე 191 შემთხვევა დაფიქსირდა. დეკემბრის ბოლოს კი პაციენტების რიცხვი 312 აღწევდა. ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გართულების შემთხვევები მცირეა.