მედიკოსები 12 წლიდან მოზარდებში ვაქცინაციის საჭიროებაზე საუბრობენ – ივანე ჩხაიძის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულთა შორის ყოველი მეხუთე ბავშვია, მათი 8 პროცენტი კი ჰოსპიტალიზაციას საჭიროებს. სპეციალისტები ამ მაჩვენებლების შესამცირებლად, იმუნიზაციის პროცესში არასრულწლოვნების აქტიურად ჩართვაზე მიუთითებენ.
რაც შეეხება 60 წელს გადაცილებულ პირებს, სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ ბოლო ერთ კვირაში, რაც 200-ლარიანი დანამატის პროგრამა ამოქმედდა, 60 წელს გადაცილებული 10 000-ზე მეტი ადამიანი აიცრა.