ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსული მოქალაქეებისა და დევნილებისთვის საჩხერის სამედიცინო ცენტრში სპეციალური იმუნიზაციის კაბინეტი მოეწყო. ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო ხელშეწყობის მიზნით, იძულებით გადაადგილებულ პირებს აცრის გაკეთება ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით, წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ.