ვაკის პარკში დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა

ვაკის პარკში მომხდარი შემთხვევის შედეგად, მძიმედ დაშავდა ორი მოზარდი – ერთ-ერთმა იაშვილის სახელობის კლინიკა გუშინ დატოვა და მის ჯანმრთელობას საფრთხე აღარ ემუქრება. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში რჩება 13 წლის ლაზარე, რომელიც ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან უკვე მოხსნილია და კონტაქტურია.

როგორია დაშავებული მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა პროგნოზებს აკეთებენ მედიკოსები – თათია ტაბეშაძე იმყოფება ადგილზე.