ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე შადრევნისა და მცირე კასკადის სარეაბილიტაციო პროექტის ავტორი, კომპანიის „ელ ემ სის“ ექსპერტები იკითხებიან. მათ შორისაა შალვა ქურიძე სარეაბილიტაციო პროექტის ერთ-ერთი მთავარი სპეციალისტი. პროკურორის განცხადებით, შეკითხვები ექნებათ პროექტის დეტალებზე და გაყალბებული ექსპერტიზის დასკვნაზე. ადვოკატის განმარტებით, „ელ ემ სის“ პროექტი ხარვეზიანი იყო, სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, რაც ექსპერტიზამაც დაადასტურა და შეკითხვებს ამაზეც დაუსვამენ.