საბერძნეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობები უკიდურესად გაამწვავა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ნახშირწყალბადის რესურსების ძიების პროცესმა. თურქეთმა საბერძნეთის კუნძულებთან საკვლევი ხომალდი გაგზავნა, რასაც ორივე ქვეყნის მხრიდან სამხედროების მობილიზაცია მოჰყვა. ათენი ანკარას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ დატოვოს საბერძნეთის კონტინენტური შელფი. თურქეთი კი პოზიციას რეგიონში ნავთობისა და ბუნებრივი აირის შესაძლო მარაგებზე საკუთარი ინტერესებისა და უფლებების დაცვით იმყარებს.
საბერძნეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გართულების გამო, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საგანგებო შეხვედრას გამართავს. 14 აგვისტოს ვენაში, რეგიონულ დაძაბულობაზე საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ისაუბრებენ.