სწორედ „კოვიდ-19-ის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული რეგულაციების შეუსრულებლობის გამო, 61 ბიზნესობიექტი დაჯარიმდა. მათ შორისაა რესტორნები და ბაზრობები. საგანგებო მდგომარეობის გაუქმებისა და ეკონომიკის გახსნის შემდეგ, ბიზნესს ახალ რეალობაზე მოუხდა მორგება.
დეზობარიერი, თერმოსკრინინგი, ნიღბები და სოციალური დისტანცირება მომხმარებლებს შორის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული აუცილებელი მოთხოვნებია. მათი აღსრულების მონიტორინგს შრომის ინსპექციის ჯგუფები პერიოდულად ატარებენ.