საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურსა და ლიეტუვას რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი საქართველოსა და ლიეტუვას სამართალდამცავ უწყებებს შორის საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთისა და გამოძიების მიმართულებით, ორმხრივ თანამშრომლობას ითვალისწინებს.
საგამოძიებო სამსახურის დელეგაციის წევრები ლიეტუვას შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარ მრჩეველს, ფინანსური დანაშაულის საგამოძიებო სამსახურის უფროსს და სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდნენ. ვიზიტის ფარგლებში, გამართულ შეხვედრებზე საუბარი შეეხო საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების მეთოდოლოგიასა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის ევროპულ ოფისთან ლიეტუველი კოლეგების თანამშრომლობას.