„ყველა რუს მაღალჩინოსანს, რომელმაც ყირიმში ძვირფასი მიწა მიიტაცა, ახსოვდეთ, რომ იქ მოსვენებას ვერ ნახავენ“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინულმა ძალებმა რუსეთის არმიის შეტევის ათობით მცდელობა ჩაშალეს და კონტრშეტევის შედეგად, ხერსონის ოლქის ნაწილი უკვე გაათავისუფლეს. უკრაინის პრეზიდენტმა თანამედროვე საარტილერიო სისტემების საჭიროებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ რუსების ერთ-ერთ ბოლო იერიშს ლისიჩანსკში, 6 წლის ბავშვი ემსხვერპლა.