უკრაინის პრეზიდენტის მიმართვა

„რუსულ შანტაჟს არაფერი მოჰყვა. მარცვლეულის ექსპორტის ინიციატივა მუშაობას განაგრძობს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, გაერო-მ და პირადად გენერალურმა მდივანმა მნიშვნელოვანი და ეფექტიანი რეაგირება მოახდინეს. პროცესში ჩართული იყო თურქეთის პრეზიდენტიც. ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსული აგრესიის წარუმატებლობაზე მეტყველებს ის, რომ რუსეთი უკრაინისგან უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს.