უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა ნატო-ს გენერალური მდივნის ოფისის დირექტორის, სტიან იენსენის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ უკრაინა შეიძლება, გახდეს ალიანსის წევრი რუსეთისთვის ტერიტორიის დათმობის სანაცვლოდ. ამის შესახებ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიკ-სენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. „ტერიტორიების გაცვლა? მზად ვართ, ბელგოროდი გავცვალოთ ნატო-ში ჩვენი წევრობის სანაცვლოდ“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. ამასთან, როგორც დანიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, უკრაინა თავად გადაწყვეტს, აწარმოოს თუ არა სამშვიდობო მოლაპარაკებები რუსეთთან.