რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეებმა, უკრაინაში კრემლის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ, თბილისში, რუსეთის საელჩოს ძველ შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს გმობენ და სოლიდარობას უცხადებენ ქართველ და უკრაინელ ხალხს. აქციაზე უკრაინის დროშა გაშალეს, რის შემდეგაც უკრაინის საელჩოსთან გადაინაცვლეს. აქციას მოძრაობა „ფემენის“ აქტივისტებიც შეუერთდნენ. მათ დაგმეს უკრაინაში მიმდინარე ომი და პუტინის რეჟიმი.