უკრაინაში ომი დრამატულ გავლენას ახდენს ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობასა და ეკონომიკაზე. ეს განცხადება შარლ მიშელმა გააკეთა. ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის თქმით, რუსეთის ომის დრამატული შედეგების გათვალისწინებით, რომელიც გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე, შეიქმნება ახალი ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა. მისივე ინფორმაციით, ეს ევროპის კონტინენტის ქვეყნების გაერთიანებისა და პოლიტიკური კოორდინაციის შესაძლებლობა იქნება. აღნიშნულთან დაკავშირებით წერია მიშელის წერილში, რომელიც მან ევროკავშირის საბჭოს წევრებს 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი სამიტის წინ გაუგზავნა.
პარალელურად, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო ევროკავშირის ქვეყნებს ურჩევს, ბუნებრივი აირი ეკონომიურად მოიხმარონ. სააგენტოს კვლევაში ნათქვამია, რომ ევროკავშირმა 9-დან 13 პროცენტამდე უნდა შეამცირონ ბუნებრივი აირის მოხმარება, რათა 2022 წლის ნოემბერში რუსეთის მიერ ევროპაში გაზის მიწოდების სრულად შეწყვეტის შემთხვევაში, საცავებში არსებული მარაგი არ ამოიწუროს.