პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია ცხრა პირი. კანონდარღვევის გამოვლენა ბოლო პერიოდში ჩატარებული კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოხერხდა. დანაშაული 3-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.