უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სხვადასხვა რეგიონში მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის ხუთი ფაქტი გამოავლინა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით, 2-დან 4 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.