გახსნილი დანაშაული

დაკავება დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის შემთხვევებზე.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ათი  ფაქტი გამოავლინა და თორმეტი პირი აიყვანა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამეგრელოსა და იმერეთის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირებისაგან ამოღებულია სარეალიზაციოდ  განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების, ჯამში 22 400 კოლოფი უაქციზო სიგარეტი. სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 82 000 ლარს აღემატება.