თურქეთმა ამერიკულ ავტომობილებზე, ალკოჰოლსა და თამბაქოზე ტარიფები გაზარდა

თურქეთმა ამერიკულ ავტომობილებზე, ალკოჰოლსა და თამბაქოზე ტარიფები გაზარდა. ტარიფების გაზრდა პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე მოხდა. თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუატ ოქტაის განცხადებით, ტარიფების გაზრდის გადაწყვეტილება აშშ-ის მიერ თურქეთის ეკონომიკაზე განხორციელებული თავდასხმის გამო იქნა მიღებული.

ტარიფების ზრდა ასევე შეეხო ბრინჯსა და კოსმეტიკურ საშუალებებსაც. თურქეთსა და აშშ-ის შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა, რაც აშშ-მა თურქულ ალუმინსა და ფოლადზე ტარიფები გაზარდა. დაძაბულობის მიზეზია თურქეთში დაკავებული ამერიკელი პასტორი, ენდრიუ ბრანსონი, რომელსაც გიულენის ორგანიზაციასთან კავშირი ედება ბრალად.

პასტორის დაკავების გამო, აშშ-მა თურქეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს სანქციები დაუწესა.