ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საქართველოს მასშტაბით ტრენინგების ჩატარებას განაგრძობს. განთავსებისა და კვების ობიექტების წარმომადგენლები დეტალურ ინფორმაციას იღებენ „კოვიდ-19“-თან დაკავშირებული ძირითადი რეკომენდაციების შესახებ.
ტრენინგების მიზანია, კერძო სექტორის წარმომადგენლებს სრულყოფილი ინფორმაცია ჰქონდეთ, თუ რა მოთხოვნების შესრულება მოუწევთ, რომ მოახდინონ ადაპტირება ახალ სტანდარტებზე და ტურისტები უსაფრთხოდ მიიღონ. 31 ივლისის ჩათვლით, ტრენინგები კიდევ 15 ქალაქში ჩატარდება.