ნევადის შტატის სასამართლომ თუფაქ შაკურის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა. სასამართლო პროცესი რამდენიმე დღეშია დანიშნული. მედიის ცნობით, დაკავებული დუეინ დევისი ერთ-ერთი ამერიკული კრიმინალური დაჯგუფების ყოფილი ლიდერია.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულის ძმისშვილს რეპერთან სამორინეში უთანხმოება მოუვიდა, რის შემდეგაც დევისმა თუფაქის მკვლელობა დაგეგმა.
ამერიკელი რეპერი 1996 წელს სამორინესთან ჩაცხრილეს.