ტრენინგი ტრეფიკინგის თემაზე

ტრეფიკინგის თემაზე ეროვნული სიმულაციური ტრენინგი ჩატარდა. მიზანი მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომა, დანაშაულის დროული გამოვლენა და დაზარალებულთა საზოგადოებაში ეფექტიანი ინტეგრაციაა. ოთხდღიანი სწავლება საზეიმო ღონისძიებით დასრულდა, სადაც მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცათ. სიმულაციური ტრენინგი იუსტიციის სამინისტროს, ეუთო-სა და საქართველოში შვეიცარიის საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა.