ტრამპმა „გრემის აქტით“ გათვალისწინებული სანქციები შეაჩერა

12:13, 17.10.2026

ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლითაც რუსეთის მიმართ „გრემის აქტით“ გათვალისწინებული ზოგიერთი სანქციის, შეზღუდვისა და ტარიფის მოქმედება შეჩერდა. შესაბამისი ბრძანება თეთრი სახლის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

„ბლუმბერგის“ ცნობით, ტრამპმა რუსეთის ენერგომატარებლების ექსპორტთან დაკავშირებული ტარიფები შეაჩერა. გამოცემა წერს, რომ ეს დიზელის ფასის შემცირების მცდელობას ართულებდა. ბრძანება ტარიფებს ფორმალურად აწესებს, თუმცა მათ გამოყენებას აჩერებს, შესაბამისად, მოგვიანებით, ტრამპს მათი ამოქმედება შეუძლია. ლინდსი გრემის კანონი ტრამპს 30 დღეს აძლევდა, რომ რუსული ნავთობის ხუთი უმსხვილესი მყიდველის ყველა საქონელზე ასპროცენტიანი ტარიფი დაეწესებინა. ის ასევე ითვალისწინებდა სანქციებს რუსული მრავალი იურიდიული პირის წინააღმდეგ და ხუთასპროცენტიან ტარიფს რუსული ენერგომატარებლების ამერიკაში იმპორტზე. ტრამპის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი, რომელიც აღნიშნავს, რომ სენატორ ლინდსი გრემის სახელთან დაკავშირებული კანონის მოქმედების შეჩერება ისტორიული მომენტია.

მსგავსი