ევროპაში რუსეთის მიერ განხორციელებული დივერსიული ინციდენტების რაოდენობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 16%-ით გაიზარდა
ბოლო ერთი წლის განმავლობაში (2026 წლის სექტემბრამდე) ევროპაში რუსეთის მიერ განხორციელებული დივერსიული ინციდენტების რაოდენობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 16%-ით გაიზარდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ სტრატეგიული კვლევების საერთაშორისო ინსტიტუტის (IISS) ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს.
IISS-ის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ოპერაციების უმეტესობას კვლავ გამოუცდელი პირები ასრულებენ, დივერსიულ საქმიანობაში სულ უფრო ხშირად მონაწილეობენ შედარებით გამოცდილი პირებიც, რომლებიც უფრო რთულ მეთოდებს იყენებენ. მათ შორისაა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, რომლებიც დროის ან დისტანციური მართვის დეტონატორებით არის აღჭურვილი.
„შუამავლების დაკავება მათ საქმიანობას აღკვეთს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამან შეაკავოს რუსეთის სადაზვერვო სამსახურები, რომლებიც მათ საქმიანობას ხელმძღვანელობენ“, – ნათქვამია ანგარიშში.
კვლევითი ინსტიტუტის შეფასებით, გერმანია და პოლონეთი კვლავ ყველაზე ხშირ სამიზნე ქვეყნებად დარჩებიან, რადგან მათი სატრანსპორტო, ლოგისტიკური და სამრეწველო ქსელები უკრაინის მომარაგებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
IISS-ის განცხადებით, 2025 წლის ოქტომბრიდან 2026 წლის სექტემბრამდე დაფიქსირებული ინციდენტების ნახევარზე მეტი კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე, კერძოდ, სამხედრო-სამრეწველო ობიექტებსა და სატრანსპორტო ქსელებზე თავდასხმას უკავშირდებოდა.