ეთიოპიის დედაქალაქში პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ განხორციელებულ ტერაქტს რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალი პრემიერი აბი აჰმედი ქალაქ ადის-აბებას ცენტრალურ მოედანზე საკუთარ მხარდამჭერებს ხვდებოდა, როცა მის სიახლოვეს ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.
მიმდებარე ტერიტორიაზე ათასობით ადამიანი იმყოფებოდა. დაშავებულთა და დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.