სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაჭრილი პატრულ-ინსპექტორის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მას ქირურგიული ოპერაცია უკვე ჩაუტარდა და პალატაშია გადაყვანილი. ის ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, თემქის დასახლებაში გამოძახებაზე იმყოფებოდა. შეტყობინების ინიციატორის მეუღლემ, ცივი იარაღის გამოყენებით, მას მარცხენა ზედა კიდურის არეში ჭრილობა მიაყენა. ამის შემდეგ მამაკაცი კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადმოხტა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.