დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა

კლუბ „ბასიანთან“ სროლის შედეგად დაჭრილების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სამი პაციენტიდან, ერთი  უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. დაზიანება მას ზურგის არეში ჰქონდა, თუმცა მისი კლინიკაში დატოვების საჭიროება აღარ იყო. რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულს, ისინი ამ დრომდე ალადაშვილის სახელობის სამედიცინო დაწესებულებაში რჩებიან. ჭრილობები მათ ქვედა კიდურებზე ჰქონდათ მიყენებული. პაციენტებს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.